იოკოძუნა ჰაკუჰო მორიგი ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევს. მონღოლმა გოლიათმა ნაგოიას ბაშოზე ზედიზედ მე-10 გამარჯვება სეკივაკე მიოგირიუსთან იზეიმა და ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა.
ჰაკუჰოს თითო მოგებით ჩამორჩებიან ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ და ბრაზილიელი მე-12 მაეგაშირა კაისეი, ხოლო აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა აოიამას აქტივში 8 გამარჯვებაა.
ივლისის სუპერტურნირზე მე-2 მოგება მიითვალა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორმა დასავლეთის მე-8 მაეგაშირა კიტატაიკი დოჰიოდან ოშიდაშით გააძევა.
გაგამარუ ნაგოიაში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ უარყოფით ბალანსს ანუ მაკე-კოშის ვერ გადაურჩება.
ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე კომუსუბი ტოკიტენკუ იქნება, რომელსაც ასევე 8 მარცხი გააჩნია. ქართველ მონღოლ სუმოისტთან ურთიერთშეხვედრებში 2:6 მარცხდება.
შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ივლისის ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა.
ნაგოიას ბაშოს მე-10 ტურის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=RAIlwH9tJCc&feature=player_embedded