ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ უარყოფით ბალანსთან (მაკე-კოში) ძალიან ახლოსაა. დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ მარტის სუპერტურნირზე მე-7 მარცხი განიცადა და თუკი დარჩენილი სამივე ბრძოლა არ მოიგო, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
ჯუღელი ამჯერად აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და ოკურიდაშით წააგო, რის შემდეგაც 12 დღის თავზე 5 გამარჯვება შერჩა. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთ ქართველ სეკიტორს მორიგი ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა აძუმარიუსთან
მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა ჰარუ ბაშოს ლიდერთა დავაში. აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი თანამემამულე ოძეკი კაკურიუსთან ოკურიდაშით დამარცხდა და 11 მოგება შერჩა. ახლა, ერთპიროვნული ლიდერი ასევე მონღოლი ჰაკუჰოა. იოკოძუნამ მიჯრით მე-12 წარმატებული ორთაბრძოლა იაპონელ ოძეკი კისენოსატოსთან ჩაატარა.
ისიც ვთქვათ, რომ 21 მარტს ოსაკას სუპერტურნირზე დასკვნით შერკინებას ჩაატარებს რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში მოასპარეზე ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი მისსავით 6 შერკინების მომგებ მუსაშიუმის დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, დივიზიონის ჩემპიონადაც გამოცხადდება.
ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ტრავმიანობის გამო, პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა 31 წლის ბულგარელმა სუმოისტმა კოტოოშუმ, რომელსაც ჰარუ ბაშოზე ზედიზედ 9 ბრძოლა ჰქონდა წაგებული.
კალოიან მაჰლანოვი იაპონიას 2002
კოტოოშუ ოძეკის ტიტულს 8 წლის განმავლობაში ატარებდა და პირველი ევროპელი სეკიტორი გახდა, რომელმაც “იმპერატორის თასის” მოპოვება მოახერხა. ორმეტრიანმა ბულგარელმა გოლიათმა 2008
სავარაუდოა, რომ კოტოოშუ მოღვაწეობას იაპონიაში გააგრძელებს. მართალია, მას მუდმივი სამწვრთნელო ლიცენზია არ გააჩნია, თუმცა, როგორც ყოფილ ოძეკის, შეუძლია მის სკოლაში უმცროსი ოიაკატას რანგში, 3 წლის განმავლობაში იმუშაოს.
მარტის ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=U6kzbUuduBI