ფეხბურთი

18:48 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი: “გვარდიოლასგან მინიშნებები არ მჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ბარსელონასთან” გასამართი დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

“ბოლო წლებში, “ბარსელონა” ევროპულ ფეხბურთში დომინირებს. ამ გუნდს თამაშის თავისი ფილოსოფია აქვს, რომელიც მას უნიკალურს ხდის. ხოსეპ გვარდიოლას დიდ პატივს ვცემ. მასთან თბილი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, არანაირი მინიშნება არ მჭირდება, რადგან “ბარსელონასა” და ესპანურ ფეხბურთს შესანიშნავად ვიცნობ.” – ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.135441