ფეხბურთი

11:11 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი გასული წლების იმედგაცრუებებს ემადლიერება

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა “ბარსელონასთან” თამაშისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი ევროტურნირებზე წარუმატებელმა გამოსვლებმა გააძლიერა.

“მთელი სეზონია, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ფანტასტიკური გუნდი გვყავს, რომლის წევრებიც ერთმანეთს მოედანზეც და მოედნის მიღმაც ბრწყინვალედ უგებენ. “ბაიერნი” ტექნიკურ-ტაქტიკურად და ფიზიკურად მზადაა დიდი წარმატებებისთვის. გამარჯვებისკენ სწრაფვა კი ბოლო წლებში ევროტურნირების დასკვნით ეტაპებზე ნაწვნევმა იმედგაცრუებებმა გაგვიძლიერა. რაც შეეხება უშუალოდ “ბარსელონასთან” დაპირისპირებას, შედეგით ცხადია ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ემოციებს არ ავყვები. წინ კიდევ ერთი მძიმე შეხვედრა გველის ესპანეთში”, – უთხრა ჟურნალისტებს ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, “ბაიერნისა” და “ბარსელონას” პირველი ნახევარფინალური მატჩი მიუნხენელებმა 4:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრა კი “კამპ ნოუზე” 1 მაისს გაიმართება.

 

 

 

 

 

0.124571