სპლიტის "ჰაიდუკის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბსა და გიორგი ილურიძეს შორის ხელშეკრულება შეწყდა. ეს ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.
ილურიძე გასულ ზაფხულს გორის "დილადან" გადავიდა სპლიტის კლუბში – 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა თანამშრომლობამ ერთ წელიწადსაც ვერ გასტანა. გიორგიმ 15 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა "ჰაიდუკში" და 1 გოლი გაიტანა.
არადა, 21 წლის ქართველი შემტევი დიდი იმედებით წაიყვანეს ხორვატებმა. სწორედ ილურიძემ გაიტანა გოლი ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე, როცა "დილამ" გასვლაზე 1:0 სძლია "ჰაიდუკს".
აშკარაა, ილურიძემ ვერ გაამართლა "ჰაიდუკში": ამასთან, ხშირად ტრავმა ჰქონდა.