თამაშგარე

12:11 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაიდი კლუმი გერმანიის ნაკრებზე გიჟდება

პოპულარული გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი ფეხბურთის დიდი ქომაგი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ჰაიდი სტადიონზე იშვიათად დაულანდავთ, როგორც თავად მოდელი ამბობს, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავგადამკვდარი ქომაგია და როდესაც დრო აქვს, “ბუნდესქვეყნის” უპირველი გუნდის თამაშებს ყოველთვის უყურებს.

ჰაიდი კლუმი ორი წლის წინ, გერმანული ავტოწარმოების გიგანტის, “ბეემვეს” სახე გახდა. თუმცა სულ მალე რატომღაც მოხდა ისე, რომ ავტომწარმოებლებისა და მოდელის გზები სკანდალურად გაიყარა. ბოროტი ხმები ამბობენ, ”ბეემვეს” ერთ-ერთმა ბოსმა ჰაიდის “შებმა” დააპირა და სკანდალიც აქედან დაიწყოო. ვინ იცის... 

 

0.144495