ფეხბურთი

13:24 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაჯი: "მესი ჩემს თავს მაგონებს"

რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა, "კარპატელ მარადონად" შერაცხულმა გეორგე ჰაჯიმ ლეო მესი აქო და თქვა, ჩემს თამაშს ყველაზე მეტად არგენტინელისას ვამსგავსებო.

"ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. ასევე სწრაფი და ფეთქებადი. ძლიერი და ზუსტი დარტყმა მქონდა. როცა ვამბობ, მესი მგავს-მეთქი, ვგულისხმობ ამ თვისებებს და კიდევ იმას, რომ თამაშის რიტმის შეცვლა შემეძლო. თუმცა, მესის ჩემზე მეტად უყვარს გოლის გატანა, მე კი უკანდაწეული ვთამაშობდი და შორიდან უფრო ვურტყამდი. ბევრ პასს ვაკეთებდი და ხშირად გადიოდა გოლები ჩემი გადაცემების შემდეგ", - თქვა ჰაჯიმ, რომელიც ერთი პერიოდი "ბარსელონაში" თამაშობდა.

თეგებიმესიჰაჯი
0.131417