ძიუდო

20:46 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის ოქრო და 300 ქულა

18 წლის ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი სამსუნის გრან პრიზე ჩემპიონი გახდა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ოქროს გზაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე იპონით მოიგო. ამასთან, საერთო ჯამში სულ რაღაც 9 წუთი იკმარა.

ფინალში ღვინიაშვილმა გერმანელი მარკ ოდენტალი 18 წამში დასცა ბეჭებზე.

ცოტა ხანში თურქულ ტატამზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი გავა. თბილისის გრან პრის ჩემპიონმა სამსუნში სამი მეტოქე ჩამოიშორა და გადამწყვეტ შეხვედრაში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსს დაეჭიდება.

მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა კი რამდენიმე წუთის წინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116101