ძიუდო

16:18 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილი მსოფლიოს ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ღვინიაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, სლოვაკი არპად სზაკაცის იპონით ძლევით. რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან მალსუიგენოვსა და სამხრეთაფრიკელ მიჩელ მარჩიტანსაც იპონ-იპონ მოუმთავრა საქმე.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი პოლონელ პატრიკ ციეჩომსკის შეხვდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ყაზახი სამატ იესენი და ბრაზილიელი ენრიკე სილვა იჭიდავებენ.

ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით შეჯიბრებაში ლაშა ტაველურიც ჩაერთო და პირველსავე წრეში დამარცხდა მასპინძელ ტადეჟ მულეცთან.

დღესვე ტატამზე 81 კილოგრამში მოჭიდავე ბექა დონღვანიც გავიდა. კარგადაც დაიწყო – ფილიპინელ კოდო ნაკანოსა და ბულგარელ ივაილო ივანოვს გასცდა, მაგრამ მერვედფინალში გერმანელ რობინ გუტშესთან ერთი გაფრთხილებით წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

0.116015