ფეხბურთი

14:24 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიანიძე დარციმელიას ესპარინგა

უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატი 15 მარტს განახლდება და მანამდე გუნდები ამხანაგური მატჩებს ატარებენ.

ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია ასპარეზობს დონეცკის “მეტალურგთან” ისპარინგა და 0:1 წააგო. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

“სევასტოპოლმა” თავის დუბლშემადგენლობასთან ითამაშა და 6:0 დაამარცხა. გუნდებმა ორი 35-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს. მათე ღვინიანიძემ გამარჯვებულებში მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და კაპიტნის სამკლავური მოირგო, ხოლო დავით დარციმელიამ დუბლშებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა დარციმელიამ “სევასტოპოლთან” კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა.

ლვოვის “კარპატიმ” მეორე ლიგის “ტერნოპოლს” 6:0 აჯობა. ბუბა დაუშვილი “კარპატის” სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე ევგენი ბოხაშვილმა შეცვალა, რომელმაც 87-ეზე ანგარიში 5:0 გახადა. ამბროსი ჩაჩუამ “კარპატიში” მეორე ტაიმი გაატარა.


0.122726