“უდინეზეს” მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი გამოტყდა, რომ ის იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე ფიქრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩეზარე პრანდელი “სკუადრა აძურას” დატოვებს. იტალიურ პრესაში მისი სავარაუდო შემცვლელების სია უკვე შეადგინეს, რომელშიც გვიდოლინიც მოხვდა.
“ვამაყობ იმით, რომ ჩემი სახელი კანდიდატთა შორის მოხვდა. ნაკრების გაწვრთნა ნამდვილად მინდა.
თუ ეროვნულ ნაკრებს ჩამაბარებენ, სტრესის მოსახსნელად უფრო დიდი დრო მექნება ხოლმე. ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება.
საკლუბო ფეხბურთში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა მომწონს, მაგრამ ამას უკვე 40 წელია ვაკეთებ და ახალი გამოცდილების მიღებაზე უარს არ ვიტყვი.” – აცხადებს გვიდოლინი.