ლევან გვაზავა კარიერას უზბეკეთში აგრძელებს. 36 წლის ქართველი ფეხბურთელი შარშან რუსეთის პირველი დივიზიონის “ხიმკიში” გამოდიოდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ამჯერად, ის ფერგანის “ნეფთჩიში” ირიცხება და ახალ გუნდში პირველი თამაშიც ჩაატარა. ფერგანელებმა უზბეკეთის უმაღლესი ლიგის პირველ ტურში სტუმრად “ბუხარასთან” 0:1 წააგეს და გვაზავამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.