ფეხბურთი

12:33 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას კროოსის დარჩენა სურს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ ნახევარმცველი ტონი კროოსი “ალიანს არენაზე” დარჩება. გერმანელს მიუნხენელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გვარდიოლას სურს, რომ კლუბმა მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

“იმედია, “ბაიერნი” კროოსთან შეთანხმდება. საქმეს ოპტიმისტურად ვუყურებ და იმედია, ტონი მიუნხენში დარჩება. ვფიქრობ, ჩემი მისდამი დამოკიდებულების შესახებ ყველამ კარგად იცის”, - განუცხადა გვარდიოლამ ბრიტანულ მედიას.

რამდენადაც ცნობილია, მხარეები ახალი კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ვერ თანხმდებიან. კროოსი ისეთივე ოდენობის ჯამაგირს ითხოვს, როგორიც ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს აქვთ. აქვე გეტყვით, რომ გერმანელის ხილვით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.

 

0.115642