ფეხბურთი

21:21 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ჩაბი ალონსოს “ბაიერნში” ხილვა უნდა

ესპანური El Economista-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალის” ნახევარდაცვის ლიდერის, ჩაბი ალონსოს შეძენას შეეცდება.

როგორც ცნობილია, მომდევნო სეზონიდან, მიუნხენურ გრანდს პეპ გვარდიოლა გაწვრთნის. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ჩაბი ალონსოს კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციისთვის თვალის დევნება კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ გვარდიოლამ სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა, “ბაიერნის” კიდევ ერთ ესპანელ ნახევარმცველს, ხავი მარტინესს დაცვის ცენტრში თამაშს უპირებს. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში” მუშაობის დროს, მან იგივე ხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებით გააკეთა და წარმატებითაც. იმ შემთხვევაში, თუ ხავი მარტინესი მართლაც ცენტრალურ მცველად იქცა, გვარდიოლას ნახევარდაცვაში მისი შემცვლელი დასჭირდება და სწორედ ამისთვის სურს კატალონიელს “რეალის” ბასკი შუახაზელის დამატება.

ჩაბი ალონსოს “რეალთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციით, ის ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. არაა გამორიცხული, შექმნილ ვითარებაში, მადრიდელებმა ფეხბურთელის 2013 წლის ზაფხულში გასხვისებაზე თანხმობა განაცხადონ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, “ბაიერნს” “ლივერპულისთვის” მოუწევს კონკურენციის გაწევა. შეგახსენებთ, რომ “რეალში” გადასვლამდე, ალონსო სწორედ “ლივერპულში” თამაშობდა.

0.1162