ფეხბურთი

23:47 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ქულების კარგვა დაიწყო

ევროპის სუპერთასის გამო, მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მე–4 ტურის მატჩი ნაადრევად ჩაატარა. პეპ გვარდიოლას გუნდისთვის გადმოტანილი თამაში უიღბლო გამოდგა, რადგან ფრეს დასჯერდა და ჩემპიონატში პირველი ქულებიც გაანიავა.

მიუნხენელები „ფრაიბურგს“ ესტუმრნენ და იგებდნენ კიდეც, მაგრამ მატჩის მიწურულს გოლი გაუშვეს და შემდეგ უპირატესობის დაბრუნება ვეღარ მოასწრეს. ანგარიში 33–ე წუთზე გაიხსნა – ტომას მიულერის ჩაწოდებულ ბურთს შერდან შაქირი დაუხვდა და მასპინძელთა მეკარე უშანსოდ დატოვა.

მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, შეცვლაზე შესულმა ნიკოლას ჰეფლერმა თავისი შანსი გამოიყენა და ფრაიბურგელებს ქულა გადაურჩინა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად „ბაიერნი“ და „ჩელსი“ 30 აგვისტოს იბრძოლებენ.

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000

ფრაიბურგი – ბაიერნი 1:1 (0:1)

ფრაიბურგი: ბაუმანი, გიუნტერი, დიანე, სორგი, გუედე (ჰანკე 75), გინტერი, შუსტერი (ჰეფლერი 61), ფერნანდესი, შმიდი, ლაპრევოტი (კერკი 60), ფრაისი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ბაიერნი: ნოიერი, ვან ბუიტენი, დანტე, კონტენტო, რაფინია, შვაინშტაიგერი (რიბერი 79), მიულერი, გიოტცე (ლამი 62), კროოსი, შაქირი, პისარო (მანჯუკიჩი 88).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 შაქირი (33), 1:1 ჰეფლერი (86)

გაფრთხილება: ჰეფლერი (63) – ვან ბუიტენი (70)

კარში დარტყმა: 8 (5) – 17 (12) ჯარიმა: 18 - 11 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 31% - 69% სეივი: 11 – 4

0.1211