თამაშგარე

11:07 | 25.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ოჯახისათვის მოიცალა

კატალონიის ”ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი და ამავე გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი პეპ გვარდიოლა, ”ბლაუგრანადან” წასვლის შემდეგ, ოჯახს მეტ ყურადღებას უთმობს, რითაც მისი მეუღლე, კრისტინა სერა აღფრთოვანებულია და იმედოვნებს, რომ ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდება.
პეპის ცოლი ყოველთვის გულნატკენი იყო იმაზე, რომ მის ქმარს ოჯახისათვის დიდი დრო არასოდეს რჩებოდა და თუკი რაიმეზე კამათობდნენ, პირველ რიგში გვარდიოლას მძიმე სამუშაო გრაფიკზე. ახლა კი პეპი და მისი ცოლ-შვილი რამდენჯერმე დასასვენებლადაც ერთად წავიდნენ და სადილ-ვახშამიც ტკბილ ოჯახურ გარემოში აქვთ.
კრისტინა სერას იმედი კი აქვს, რომ პეპის ოჯახური იდილია კიდევ დიდხანს გაუგრძელდება, მაგრამ იქვე იმასაც განმარტავს, რომ იცის გვარდიოლას დაუდეგარი ხასიათის ამბავი და შორს არაა ის დრო, როდესაც მისი მეუღლე ძველებურად ადრე გავა სახლიდან და გვიან, დაღლილ-დაქანცული დაბრუნდება. თუმცა, ქრისტინა სერას ამ შემთხვევაში მომავალზე ფიქრიც კი არ სურს.
 

0.162811