ფეხბურთი

22:10 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ლუისი გამორიცხა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის გუნდს “ჩელსის” ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის შეძენა სურდეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მიუნხენელები მზად იყვნენ ბრაზილიელი უკანახაზელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადათ. თუმცა, როგორც ირკვევა, გვარდიოლას ახალი ცენტრალური მცველი არ სჭირდება.

“დავიდ ლუისი “ბაიერნში” არ გადმოვა. ჩვენ უკვე გვყავს 4-5 ცენტრალური მცველი.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

როგორც ცნობილია, “ჩელსის” მცველის შეძენის სურვილს კვლავ გამოთქვამს კატალონიის “ბარსელონა”.

0.117003