ფეხბურთი

11:48 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “სუპერმწვრთნელი არ ვარ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კატალონიელი “რეკორდმაისტერის” ქომაგებს აფრთხილებს, რომ ყოველ მატჩში დიდი ანგარიშით მოგებას არ უნდა ელოდონ.

“სუპერმწვრთნელი არ ვარ, ჩვეულებრივი სპეციალისტი გახლავართ. 42 წლის ვარ და მხოლოდ 5-წლიანი გამოცდილება გამაჩნია. შესაბამისად, სასწავლიც ბევრი მაქვს. მესმის, რომ გასული სეზონის შემდეგ, “ბაიერნს” ყველაფრის მოგება მართებს. მგონი, ხალხი ფიქრობს, რომ თითოეული მატჩი 7:0 უნდა მოვიგოთ. დამეთანხმებით, ეს შეუძლებელია”, - განუცხადა გვარდიოლამ Ladp-ს.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იუპ ჰაინკესი შეცვალა.

 

თეგებიგვარდიოლა
0.11903