მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბის შემადგენლობა გაძლიერებას აღარ საჭიროებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კიდევ ერთი მეკარის ყიდვაა საჭირო.
“სრულყოფილად მუშაობისთვის, გუნდს სამი ძლიერი გოლკიპერი უნდა ჰყავდეს. კარგი იქნება თუ ამ პოზიციაზეც უფრო მეტად გავზრდით კონკურენციას. სხვა მხრივ კი უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. “ბაიერნი” მშვენივრადაა დაკომპლექტებული” – განაცხადა გვარდიოლამ.