მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთვნელი, პეპ გვარდიოლა, ბუნდესლიგის პირველ ტურში “ვოლფსბურგთან” მოგებული (2:1) მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“მსოფლიოში ნებისმიერი მწვრთვნელისთვის, გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით.
მეორე ნახევარში, მეტოქე უკეთესად ათამაშდა, ვიდრე ამას პირველ ნახევარში აკეთებდა. უნდა ითქვას, რომ “ვოლფსბურგი” ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ხემძღვანელობისთვისაც.
ბადშტუბერი ორი წლის შემდგომ დაუბრუნდა მოედანს. ეს ემოციური მომენტი იყო. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ის სახლში დაბრუნდა.
ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. შესანიშნავი საღამო გამოდგა”. – განაცხადა 43 წლის სპეციალისტმა.
ირაკლი ალიმბარაშვილი