“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მიუნხენელთა ბოლოდროინდელ წარმატებაში დიდი წვლილი კლუბის ყოფილ პრეზიდენტს, ული ჰიონესს მიუძღვის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, გადასახადების დამალვის გამო, ჰიონესს სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც მისი “ბაიერნის” პრეზიდენტობიდან გადადგომა მოჰყვა.
“აქ ჯერ მხოლოდ 9 თვეა რაც ვარ, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მივმხვდარიყავი, რომ ული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.
ჰიონესმა შეცდომა დაუშვა და ეს აღიარა კიდეც. იმედი მაქვს, მას “ბაიერნში” კვლავ ვიხილავ.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky.