ფეხბურთი

14:10 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ეს ტიტულები ფეხბურთელების და ჰაინკესის დამსახურებაა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მაროკოული “რაჯა კასაბლანკას” 2:0 ძლევის შემდეგ მთელი სეზონი შეაჯამა და ბავარიული კლუბის ყოფილი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ისევ ახსენა.

“2013 წელი ბრწყინვალედ დავასრულეთ. ხუთი ტიტული მოვიპოვეთ, რაც დიდი წარმატებაა. მეამაყება, რომ ამ კლუბს მე ვწვრთნი. თიტულები, პირველ ყოვლისა, ფეხბურთელების და იმ მწვრთნელის დამსახურებაა, ვინც აქ ჩემს მოსვლამდე მუშაობდა. იუპ ჰაინკესმა ძალიან კარგი გუნდი დამიტოვა და ვცდილობ, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესო” – განაცხადა ხოსეპ გვარდიოლა.

შეგახსენებთ, “ბაიერნის” თავკაცმა ორიოდ დღის წინათ უთხრა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას, რომ საკლუბო ჩემპიონის ტიტულს იუპ ჰაინკესს მიუძღვნიდა.

0.11251