ფეხბურთი

16:26 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემი მომავალი "ბაიერნის" ხელშია"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ თავისი ფილოსოფიის შეცვლას არ აპირებს და თუ გუნდის ხელმძღვანელობა ამაზე უარს იტყვის, კლუბიდან წასვლა მოუწევს.

"მე საკუთარი ფილოსოფია მაქვს და გამოვიყენებ სეზონის ბოლომდე და შემდეგ წელსაც. ვერ შევძლებ "ბაიერნის" მწვრთნელობას, თუ კლუბი ჩემი მიდგომით უკმაყოფილო იქნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობა მენდოს და წარმატებისკენ სწრაფვა არ შევწყვიტო", _ ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

მიუნხენის "ბაიერნს" ბუნდესლიგაში პირველი ადგილი უკვე დაბევებული აქვს. 17 მაისს გერმანიის თასის ფინალში "რეკორდმაისტერი" "დორტმუნდს" დაუპირისპირდება.

გიორგი ბალახაძე

0.116002