რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ეკატერინბურგის “ურალის” ნახევარმცველი ლაშა გვალია ტრავმირებულია.
ამის გამო, მან “ურალისა” და “ყუბანის” დუბლშემადგენლობათა მატჩში (0:2) ვერ ითამაშა. გვალიამ ეკატერინბურგელებთან კონტრაქტი შარშან ზაფხულში გააფორმა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო, გუნდს ამა წლის ზამთარში შეუერთდა. ის პირველ გუნდში ირიცხება, მაგრამ არცერთი მატჩი ჩაუტარებია და დუბლებში თამაშობს.
ეკატერინბურგელთა რიგებში “ყუბანთან” 19 წლის ნახევარმცველმა ირაკლი ღავთაძემ იასპარეზა, რომელიც თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. ის რუსეთის მოქალაქეა.