ფეხბურთი

22:46 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურულმა “შახტიორთან” კონტრაქტი გააფორმა

სანდო გურული კარიერას ბელარუსულ საფეხბურთო კლუბ სოლიგორსკის “შახტიორში” გააგრძელებს.

სოლიგორსკელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი თურქეთში მეორე შეკრებაზე გამგზავრებამდე გააფორმა. მას “შახტიორის” მთავარი მწვრთნელი სერგეი ბოროვსკი პირველ შეკრებაზე ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა და საბოლოოდ, ქართველი დაიტოვა.

სხვათა შორის, “შახტიორის” მთავარ მწვრთნელთან გურულს რეკომენდაცია ალექსანდრე ჩივაძემ გაუწია, რომელიც ბოროვსკის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იცნობს.

 

0.124623