სანდრო გურულმა სოლიგორსკის “შახტიორში” პირველი ოფიციალური მატჩი ბელარუსის თასზე ჩაატარა.
თასის 1/4-ფინალში სოლგორსკელებმა შინ “ბელშინას” 3:1 აჯობეს და ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა. გურული სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. 61-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ, ოსიპენკომ ანგარიში 3:1 გახადა. 1/2-ფინალში “შახტიორი” მოგილიოვის “დნეპრს” შეხვდება, რომელთან ცოტა ხნის წინათ კონტრაქტები ნიკა მნათობიშვილმა და ოთარ არველაძემ გააფორმეს.