ფეხბურთი

12:49 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურულის მარცხი, სირბილაძის ფრე

ბელარუსის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-9 ტურში, სოლიგორსკის “შახტიორი”, რომლის ღირსებას სანდრო გურული იცავს, სტუმრად “გომელთან” 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. “შახტიორს” 15 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-4 პოზიციაზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, ტურკუს “ინტერმა” გასვლაზე “მიუპასთან” 1:1 ითამაშა. ირაკლი სირბილაძემ ტურკუელთა რიგებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ინტერი” 11 ქულით 12 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

0.119107