სანდო გურული “ზესტაფონის” შემადგენლობაში ვარჯიშობს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახური იუწყება.
27 წლის ნახევარმცველმა განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ბათუმის “დინამოში” გაატარა. ბათუმელების უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ, გურული შვეიცარიის “სიონში” ისინჯებოდა, მაგრამ უშედეგოდ. გურული ორი დღეა, ზესტაფონელთა რიგებში ვარჯიშობს, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაუაფორმებია. “ზესტაფონში” მისი დარჩენის საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში “ზესტაფონი” და ვანის “სულორი” ორივე მატჩს ზესტაფონში გამართავენ, რადგან ვანელთა საშინაო არენაზე რემონტია. ამის თაობაზე კლუბები ერთმანეთთან და საქართველოს ფეხბურთი ფედერაციასთან შეთანხმდნენ.
ფოტო fczestafoni.ge