სანდრო გურული სოლიგორსკის “შახტიორის” გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქართველ ნახევარმცველს მხარი ქომაგთა 21,3 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზე თავდამსხმელი დმიტრი ოსიპენკო (18,2 პროცენტი) გავიდა, ხოლო მესამეზე – მცველი ალექსანდრე იურევიჩი (17 პროცენტი).
28 წლის გურული, რომელმაც გასული წელი “ზესტაფონში” ჩაამთავრა, “შახტიორს” ზამთარში შეუერთდა.