ჭიდაობა

15:16 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურული ძვრები სპორტში

ახლო წარსულში, კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა ლომაძე შარშან სეოკ-ის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს და ისიც შეძლებისდაგვარად ცდილობს, ეს კუთხე აქტიურად ჩართოს სპორტულ ცხოვრებაში. მართალია, არცთუ ისე დიდი ბიუჯეტი ბევრის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ რეგიონის რაღაც დონეზე გამოცოცხლება ხერხდება.

სასიამოვნო ძვრებს ისიც ადასტურებს, რომ სეოკ-ის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივითა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, ურეკში მხარის წარმატებულ სპორტსმენთა შეკრება მიმდინარეობს, რომელიც 12 დღეს გასტანს. სპორტული კომპლექსი ურეკში წელს აშენდა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. ნიშანდობლივია, რომ ზღვისპირეთში წრვთნებს გურიიდან ასევე ის ახალგაზრდა სპორტსმენები გადიან, რომლებიც 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, საქართველოს ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან. როგორც ლაშა ლომაძემ გვითხრა ათლეტებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვთ შექმნილი და მსგავსი ტიპის შეკრებები სისტემატიურ სახეს მიიღებს.

20 სექტემბერს, ურეკის ბაზა მოინახულა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, შემდეგ კი ლაშა ლომაძესა და გამგებლის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად ოზურგეთში მიმდინარე რეგიონული ოლიმპიური ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. აღნიშნული ცენტრი ადგილობრივი გუბერნიის დაფინანსებით შენდება და ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიწყებს.

 

http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=38&info_id=770&fb_action_ids=637869372910725&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map={%22637869372910725%22%3A1378569795711972}&action_type_map={%22637869372910725%22%3A%22og.likes%22}&action_ref_map=%5B%5D

0.143544