ფეხბურთი

12:15 | 6.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურკუფი წინადადებებს ელის

ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველი იოან გურკუფი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა. ამის შესახებ თავად ფრანგმა განუცხადა RMC-ს.

“კლუბებს შეუძლიათ, წინადადებებით მომმართონ. თუკი საინტერესო შემოთავაზება იქნება, აუცილებლად განვიხილავ. ჩემთვის პრიორიტეტული სათამაშო პრაქტიკის ქონაა. ამავდროულად, მინდა ისეთ კლუბში ვითამაშო, რომელიც სერიოზული მიზნებისთვისა და ტიტულებისთვის იბრძოლებს”, - განაცხადა ნახევარმცველმა.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, გურკუფმა 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოირჩა.

 

0.137221