ლანჩხუთის ,,გურია" განაგრძობს ჩემპიონატისათვის მზადებას და ურეკში პირველლიგელ ხობის ,,კოლხეთთან" მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. მატჩის პირველი ტაიმი ხობელებმა მოიგეს 1:0. მეორე ტაიმში კი 3 გოლი გავიდა და მატჩიც საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა. ლანჩხუთელთაგან გოლები ვილი ისიანმა და გიგა კვერენჩხილაძემ გაიტანეს.
გურია: ბობღიაშვილი, ჭეიშვილი, ბერიანიძე, ნ.კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, ძამსაშვილი, ვ.კილაძე, კვირტია, შენგელია, პ.ხორგუაშვილი. ნიქაბაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჩუენსუ, ინგოროყვა, ქურდაძე, მეგრელიშვილი, ტეიდი, გაჩეჩილაძე, ტ.კუკულაძე, კვერენჩხილაძე, ისიანი.
მზადება დაიწყო ლანჩხუთის ,,გურიას" დუბლშემადგენლობამაც, რომელსაც გოჩა გუჯაბიძე თავკაცობს და გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე თერჯოლის ,,საპოვნელას" წაესპარინგა. ანგარიში თერჯოლელებმა გახსნეს და 1 ტაიმი 0:1 დასრულდა. მეორე ტაიმში ლანჩხუთლებმა 2 გოლი გაიტანეს, თუმცა წერტილი მაინც ,,საპოვნელამ" დასვა და თამაშიც 2:2 დასრულდა.
,,გურია" (დუბლები): იმერლიშვილი, ლაბაძე,წილოსანი, ფირცხალაიშვილი, ბახია, კოხრეიძე, ნ.წერეთელი, ხორავა,ახალაია, გოგუა, ნარიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ცანავა, სანაძე, ბ.წერეთელი.
სკ ,,გურია ლანჩხუთის" პრესსამსახური