საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლანჩხუთის “გურიას” შინ თამაშის ნება დართო და 2 მარტს, დავით მახარაძის გუნდი ლანჩხუთში ეთამაშება ცხინვალის “სპარტაკს”. როგორც იცით, შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება საჩხერის “ჩიხურასა” და თბილისის “დინამოს” მატჩს – ზესტაფონის “დავით აბაშიძეზე” ჩატარდება და ასევე 15:00 საათზე დაიწყება. სავარაუდოდ, “ჩიხურა” მომდევნო ტურიდან ჩაატარებს თამაშებს ივანწმინდაში.