ფეხბურთი

21:06 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” “საპოვნელას” ამხანაგურ მატჩში სძლია

დღეს 19 თებერვალს, ურეკში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა ლანჩხუთის ,,გურიამ", სადაც პირველი ლიგის მესამეადგილოსან თერჯოლის ,,საპოვნელას" დაუპირისპირდა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ლანჩხუთელთა გამარჯვებით 8:1 დასრულდა.

ანგარიში პირველ ტაიმში ,,საპოვნელამ" გახსნა, რასაც გურულების 2 გოლი მოჰყვა და ტაიმი 2:1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი ,,გურიამ" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6 უპასუხო გოლი გაუტანა.
გურია:ბობღიაშვილი, ჩუენსუ, ქურდაძე, ბერიანიძე, მეგრელიშვილი, ტ. კუკულაძე, ტეიდი, ძამსაშვილი, გაგნიძე, კვერენჩხილაძე, ნიქაბაძე 
შეცვლაზე შევიდნენ: ხვედელიძე, ინგოროყვა, ნ.კილაძე, ვ.კილაძე, გაჩეჩილაძე, შენგელია, კვირტია, ისიანი.

 

ს/კ ლანჩხუთის გურიას პრესსამსახური

0.113258