შაბათ-კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩები იმართება. დღეს ორი შეხვედრა უკვე დამთავრდა. ქუთაისში “ჩიხურამ” “ზუგდიდს” 2:0 მოუგო და ლიდერ “დინამოს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. დიმიტრი ტატანაშვილმა თავისი მე-9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გორელ ირაკლი მოდებაძეს გაუსწორდა. “გურია” თავიდან აგებდა “ვიტ ჯორჯიასთან,” მაგრამ მაინც გაიმარჯვა 2:1 და მესამე ადგილზე აინაცვლა, რადგან “მეტალურგს” მოგებების რაოდენობით სჯობნის. ტურის ბოლო მატჩი ზესტაფონში 18 საათზე დაიწყება.
დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)
გოლი: 0:1 ლაშა თოთაძე (2), 0:2 გიორგი განუგრავა (91)
სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 თეიმურაზ ჭყონია (89)
მეტალურგი (რუსთავი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 რევაზ გეწაძე (47), 2:0 გიორგი ბერიაშვილი (55), 2:1 მამია გავაშელიშვილი (77)
ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჯამბულ ჯიღაური (34), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (61)
გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:1 (0:1)
გოლი: 0:1 ოთარ ჯავაშვილი (2), 1:1 ვილი ისიანი (51), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (82)
ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 18:00
1. | დინამო (თბილისი) | 11 | 8 | 2 | 1 | 27:9 | 26 |
2. | ჩიხურა (საჩხერე) | 12 | 8 | 1 | 3 | 27:19 | 25 |
3. | გურია (ლანჩხუთი) | 12 | 7 | 0 | 5 | 13:15 | 21 |
4. | მეტალურგი (რუსთავი) | 12 | 6 | 3 | 3 | 18:16 | 21 |
5. | ტორპედო (ქუთაისი) | 12 | 5 | 4 | 3 | 17:11 | 19 |
6. | დილა (გორი) | 12 | 5 | 3 | 4 | 16:12 | 18 |
7. | ზესტაფონი | 11 | 4 | 3 | 4 | 12:8 | 15 |
8. | სიონი (ბოლნისი) | 12 | 3 | 4 | 5 | 12:15 | 13 |
9. | მერანი (მარტვილი) | 12 | 4 | 0 | 8 | 12:26 | 12 |
10. | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 12 | 3 | 3 | 6 | 16:19 | 12 |
11. | სპარტაკი (ცხინვალი) | 12 | 3 | 1 | 8 | 9:16 | 10 |
12. | ზუგდიდი | 12 | 1 | 4 | 7 | 5:18 | 7 |
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (“გურია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა