ფეხბურთი

22:17 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გურია” - ისევ დავალიანება, ისევ უვარჯიშებლობა

 

ლანჩხუთის “გურია” არ ვარჯიშობს. ამის შესახებ “მსოფლიო “სპორტს” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ უთხრა. მიზეზი ძველი და ნაცნობია: უფულობა.

გუნდს ადრინდელი პრემიები ჯერაც ასაღები აქვს, ამას ემატება აპრილის თვის ხელფასი და პრემიები. სამწუხაროა, რომ რაც “გურია” უმაღლეს ლიგაში გადავიდა, სულ ეს ამბები ტრიალებს. ამ სიტუაციაშიც კი, დავით მახარაძის გუნდმა მოახერხა ზედა ექვსეულში შესვლა.

“გურიას” 27 აპრილის შემდეგ არ უვარჯიშია, არადა, 3 მაისს ბოლნისის “სიონთან” მატჩია. 

0.130458