ჭადრაკი

15:29 | 5.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილს ჩემპიონობამდე ცოტა უკლია

იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის 8 ტურის თავზე, ქალთა პირველობის სათავაში კვლავაც ქართველი სოფიკო გურამიშვილი (2374) რჩება, რომელიც ბელორუს ანა შარევიჩს (2267) ძველებურად 1.0 ქულით უსწრებს.
მე-8 ტურში გურამიშვილი შავი ფიგურებით იტალიელ მარიანა ჩიერიჩის (2048) დაუზავდა და თავი 6.5 ქულას მოუყარა, შარევიუჩმა კი ასევე შავებით ყაიმი კიდევ ერთ მასპინძელ მარინა ბრუნელოსთან (2221) გააფორმა.
გურამიშვილს რეჯიო ემილიაში ორი პარტია დარჩა ჩასატარებელი: სოფიკო შავი ფიგურებით ბულგარელ ევა ვიდენოვას (2297) გაეჯიბრება, ბოლო მე-10 ტურში კი, თეთრებით შარევიჩს ეთამაშება, ამდენად, ჩემპიონობის ჩინებული შანსი აქვს.
გაცილებით ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი ვაჟთა ტურნირში, რომელსაც სათავეში აშშ-ს სახელით მოთამაშე იაპონელი ჰიკარუ ნაკამურა (2758) უდგას. მის აქტივში 5.5 ქულაა. 5.0 ქულით მე-2 ადგილზეა რუსი ალექსანდრ მოროზევიჩი (2762), ხოლო მესამე პოზიცია ჰოლანდიელ ანიშ გირის (2714) უკავია. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტმა ვასილი ივანჩუკმა (2775) ბოლო ოთხი (!) პარტია წააგო და ბოლოსწინა ადგილზეა.

0.121212