ქართველმა მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილმა (2374) იტალიურ რეჯიო ემილიაში მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში პირველი მარცხი განიცადა, თუმცა, ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
გურამიშვილმა შავი ფიგურებით ანა შარევიჩთან (2267) წააგო და 4.0 ქულა შერჩა, მის უახლოეს კონკურენტად სწორედ ბელორუსი იქცა, რომელმაც თავი 3.5 ქულას მოუყარა.
იტალიური ტურნირი ორ წრედ მიმდინარეობს და ბოლო მე-10 ტური 6 იანვარს შედგება, გურამიშვილის შემდეგი მეტოქე კი იტალიელი მარინა ბრუნელო (2221) იქნება.