ფეხბურთი

18:18 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ჯგუფი ყველაზე სუსტია, მაგრამ არც ყველაზე რთულია”

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” მცველის გურამ კაშიას აზრით, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში გერმანია აშკარა ფავორიტია, რომელსაც ქულათა მაქსიმუმის დაგროვება შეუძლია.

“ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები უდავო ფავორიტია, რომელსაც შანსი აქვს ჩვენი ჯგუფის თითოეულ გუნდთან მატჩებში ქულათა მაქსიმუმი აიღოს. დანარჩენებს, ირლანდიის, შოტლანდიის, პოლონეთისა და ჩვენი ნაკრების ჩათვლით, მეორე ადგილისთვის ბრძოლა რჩება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შესაძლებლობას ასევე იძლევა. გერმანიის მსგავსად, ჩვენ ყველა შევეცდებით, რომ გიბრალტართან მატჩებში 6 ქულა მოვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს ის ფაქტორი გადაწყვეტს თუ რამდენ ქულას დაკარგავენ გუნდები ურთიერთშეხვედრების დროს. ჩემთვის ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ჯგუფი ყველაზე სუსტია, მაგრამ არც ყველაზე რთულია” – იუწყება კაშიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.114479