ფეხბურთი

13:49 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ჟორდანია საქმის მცოდნეა”

“ვიტესის” კაპიტნმა გურამ კაშიამ გამოცემა Voetbal International_თან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰოლანდიაში გადასვლამდე არ იცოდა თუ რა პროექტის განხორციელება იგეგმებოდა არნემულ კლუბში. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ის და მერაბ ჟორდანია ნამდვილი მეგობრები გახდნენ.  

“21 წლის ვიყავი და თბილისის “დინამოს” ვკაპიტნობდი. მერაბი წარსულში ამ კლუბში მოღვაწეობდა. ის პირადად არ მიცნობდა, მაგრამ ჩემს შესახებ კარგი სმენოდა.  

მე მზად ვიყავი, რომ საქართველო დამეტოვებინა და კვალიფიკაცია ამემაღლებინა. მერაბს კარგი ურთიერთობა აქვს ჩემს აგენტთან გიორგი გახოკიძესთან და არნემში ასე აღმოვჩნდი. ჰოლანდიაში რომ ჩავედი არ ვიცოდი კლუბში რა პროექტის განხორციელებას აპირებდნენ.  

მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და “ფეხზე დადგომა” საკმაოდ რთული იყო. მოგვიანებით, მერაბთან უფრო ინტენსიურად ვკონტაქტობდი და მას მეგობრად მივიჩნევ. ის კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთზე სწორი შეხედულება აქვს. დამერწმუნეთ, ის ამ საქმის მცოდნეა” – თქვა კაშიამ, რომელიც 2010 წლის ზაფხულში ჟორდანიას მიერ “ვიტესისთვის” შეძენილი პირველი ფეხბურთელი იყო. 

 

0.120811