ფეხბურთი

15:43 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ანდერლეხტზე" ჯერ ვერაფერს გეტყვით"

გურამ კაშიას შეძენა ბელგიის ჩემპიონ'"ანდერლეხტს" რომ სურს, ამაზე "მსოფლიო სპორტს" სამი დღის წინ ეწერა. ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემაც დაადასტურა, რომ ბრიუსელელთა მწვრთნელ ჯონ ვან დერ ბრომს ქართველი მცველის გადაყვანა უნდა.

"როცა "ვიტესში" ვმუშაობდი, კაშია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მასთან კარგი ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა. დიახ, ამ მცველით დაინტერესებული ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარიგება აუცილებლად შედგება", - ამბობს ვან დერ ბრომი.

კაშია: "ეს ინფორმაცია გაზეთებში წავიკითხე. რაც ეწერა, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ვან დერ ბრომზე კი ვიტყვი, რომ კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს".

"ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზეც თქვა: "რა თქმა უნდა, ბონი და ვან გინკელი დიდ ძალას წარმოადგენდნენ. ახლა, იმაზეა საზრუნავი, თუ როგორ გავართმევთ თავს ამოცანას მათ გარეშე".

და რაც შეეხება "სტანდარდთან" გუშინდელ 1:0 მოგებულ მატჩს: "კარგი თამაში ჩავატარეთ. მოსამზადებელ ეტაპზე პირველი შეხვედრა გვქონდა პროფესიოულ კლუბთან და კარგი გრძნობა დაგვიტოვა - სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ". 

აქვე ვთქვათ, რომ "სტანდარდ"-"ვიტესის" მატჩს მერაბ ჟორდანია დაესწრო გახოკიძესთან ერთად.  


0.18435