ჭიდაობა

19:51 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ფერსელიძე ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმძიმესმა წევრმა გურამ ფერსელიძემ თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რეპეშაჟის ფინალში მან ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილი დაამარცხა – 1:0 2:1.

დღესვე სპორტის სასახლეში ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60 და 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქმეში ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) ჩაერთვნენ, მაგრამ სამივე სამეულს მიღმა დარჩა.

ხვალ მედლები დარჩენილ სამ წონაში: 66, 74 და 84 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ მანუჩარ ცხადაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) იჭიდავებენ. 

 

ევროპის ჩემპიონატი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

თბილისი. 23 მარტი

 

55 კგ

1ელბეკ ტაზიევი (ბელარუსი)

2ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი)

3 ფათიჰ უჩუნკუ (თურქეთი)

3 ბეკხან მანკიევი (რუსეთი)

 

60 კგ

1 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)

2 ივან კუილაკოვი (რუსეთი)

3 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)

3 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)

 

96 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 ვლადისლავ ემილოვ მეტოდიევი (ბულგარეთი)

3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

3 მელონინ ნოუმონვი (საფრანგეთი)

 

120 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ევგენი ორლოვი (უკრაინა)

3 გურამ ფერსელიძე (საქართველო)

3 ვაჩიკ ეგიაზარიანი (სომხეთი)

 

 

 

0.13402