თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი გურამ აჯოევი მოსკოვის “დინამოს” სპორტულ დირექტორად დაინიშნა.
აჯოევი საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი და “ნორჩ დინამოელში” ბორის სიჭინავას ხელმძღვანელობით თამაშობდა. შემდეგ რუსთავის “მეტალურგსა” და ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა. თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა. აგრეთვე, მოსკოვის “დინამოს”, “სპარტაკის”, ხარკოვის “მეტალისტის”, იერუსალიმის “ბეითარის”, უნგრული “დიოშდიორისა” და რამენსკოეს “სატურნის” ღირსებას იცავდა. 1988 წელს, “მეტალისტთან” ერთად საბჭოთა კავშირის თასი მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბოლო დრომდე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელად მუშაობდა.