შეიძლება ამ დედამიწაზე ისე გვეცხოვრა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინგლისის, რანგით მე-5 დივიზიონში მოჯახირე საფეხბურთო კლუბის, ”მანსფილდ თაუნის” არსებობის შესახებაც კი არაფერი გვცოდნოდა. თუმცა, ამ კლუბის გარშემო აგორებულმა სკანდალმა, ”მანსიფლდ თაუნის” მიმართ ფეხბურთის მრავალი ქომაგის დაინტერესება გამოიწვია.
საქმე ის გახლავთ, რომ ამ მოკრძალებული ბრიტანული კლუბის მფლობელი და გენერალური დირექტორი, ვინმე კაროლინა სტილი, არც მეტი, არც ნაკლები, თავის დროზე, პროფესიონალი მეძავი ყოფილა და უფრო მეტიც - არაერთ პორნოფილმშია გადაღებული. აქამდე, კაროლინას ”ფრთაგაშლილობის” შესახებ მხოლოდ იმიტომ ვერ შეიტყვეს ვერაფერი, რომ ეს უკანასკნელი პორნოფილმებში თურმე სპეციალური გრიმითა და სხვა სახელ-გვარით მონაწილეობდა.
როგორც ცნობილი ინგლისური ტაბლოიდი, ”სანი” იუწყება, კაროლინა სტილის მეძავობა არავის გაახსენდებოდა და სათვალავშიც არავინ ჩააგდებდა, რომ არა ერთი მეტად საგულისხმო ფაქტი - თურმე, ეს ავხორცი ქალი, ბოლო პერიოდში, მის მფლობელობაში მყოფი საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებზე სექსუალურად ძალადობდა და მათ სექსუალურ კავშირს აიძულებდა. თუკი ნამეძავარ გენ-დირექტორს ეს ყველაფერი დაუმტკიცდა, თავისი ”პროფესიონალიზმის” გამოვლინება ციხეში მოუწევს.