თამაშგარე

13:14 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გულნატკენი გული

არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი ანდრეს გულიენმინპიეტრო (მეტსახელად “გული”) ერთ-ერთი იმათაგანია, რომელსაც დიდ კლუბში თავის გამოჩენის შანსი მიეცა, მაგრამ დიდი კვალი თანამედროვე ფეხბურთში მაინც ვერ დატოვა. არადა “გული” თავის დროზე ძლევამოსილ “მილანში” ირჯებოდა.

ამჟამად ანდრეს გულიენმინპიეტრო ერთ-ერთ არგენტინულ გაზეთში სპორტულ მიმომხილველად და საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და საკუთარი თავის შესახებაც ხშირად წერს ხოლმე. ამასწინათ ანდრესმა დაწერა, რომ ის მრავალი ფეხბურთელის მსგავსად, უიღბლობის მსხვერპლი იყო.

”ევროპაში ფეხბურთელებს მათი სატრანსფერო ღირებულების მიხედვით აფასებენ და არა რეალური შესაძლებლობებით. როდესაც გუნდში ძვირადღირებული ფეხბურთელი მიდის, მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი მუდამ განაღდებული აქვს, მაშინ როცა იმ დროს სხვა ფეხბურთელი შეიძლება უკეთეს ფორმაში იყოს” – წერს გულნატკენი გული.

0.13847