ცნობილი ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე კიდევ ერთ გამოცდილ ქართველ ალპინისტთან აფი გიგანთან ერთად საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობაში პაკისტანში, 8126 მ. სიმაღლის მწვერვალის, ნანგა პარბატის დასალაშქრად მიემგზავრება.
ბიძნინა გუჯაბიძის ასვლის გენერალური სპონსორები “სოკარი“ და “ჰელიკსირი“ არიან, ხოლო გადამყვანი – “ყატარის ავიახაზები“. ქართველი მთამსვლელები თბილისიდან 7 ივნისის გამთენიას გაემგზავრებიან. ექსპედიცია სავარაუდოდ ორ თვემდე გასტანს, ექსპედიციის მსვლელობის შესახებ ინფორმაციები კი ქართულ და პარტნიორების სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
ჩრდილო-დასავლეთი ჰიმალაის (სხვანაირად ქაშმირის ჰიმალაის) ამ ულამაზეს მთაზე პირველასვლა 1953 წლის 3 ივლისს შესრულდა, ხოლო პირველამსვლელი ცნობილი ავსტრიელი მთამსვლელი ჰერმან ბული იყო.
8 ათასიან მწვერვალებს შორის, რიგით მე-9 სიმაღლის მთა, ნანგა პარბატი ალპინისტურ წრეებში “მკვლელი მთის“ სახელითაც არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების მონაცემებით, ალპინისტთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა სწორედ ნანგა პარბატზე მოდის და ამ კრიტერიუმით მსოფლიოს სამ ყველაზე რთული მთის შორისაა დასახელებული. 1970
10-კაციანი საერთაშორისო ექსპედიცია, რომელსაც უკრაინელი მესიმაღლე იგორ სვერგუნი ხელმძღვანელობს და მასში, როგორვ აღვნიშნეთ, ქართველი სპორტსმენებიც შედიან, ნანგა პარბატის დალაშქვრას დიამარის კედლით შეეცდება. აღნიშნული მარშრუტი პირველად 1962
მომავალ ექსპედიციასთან დაკავშირებით, ხუთშაბათს, 6 ივნისს, 11:00 “სოკარის“ ოფისში (მისამართი: