ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი მომავალ სეზონში "არისტოკრატების" მაისურით ითამაშებს.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, დიეგო კოშტამ "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და ლონდონელებმა ფეხბურთელის ტრანსფერში 32 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ბრიტანულ გამოცემას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის ჩავიდა დიეგო კოშტა ლონდონში.
"ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს და კოშტას საერთო აგენტი ჰყავთ და ტრანსფერზე გავლენა შესაძლოა ამ ფაქტმაც მოახდინა.
დიეგო კოშტამ გასულ სეზონში 51 შეხვედრა ჩაატარა და 36 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.
გიორგი ბალახაძე