ჩინური კლუბი “გუანჩჟოუ ევერგრანდი” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – ფაბიო კვალიარელას შეძენით დაინტერესდა. “ტუტოსპორტის” ცნობით, იტალიელის სამსახურით “გუანჩჟოუს” სახელოვანი თავკაცი მარჩელო ლიპია დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ ჩინელები “ბოლონიას” ფორვარდის – ალესანდრო დიამანტის ტრანსფერზე მუშაობენ და თუ შეთანხმება არ შედგება, პრიორიტეტული კვალიარელას კანდიდატურა გახდება.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” კვალიარელა ევროპის ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.