ფეხბურთი

22:04 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავასა და სირბილაძის გოლები

მახაჩყალის “ანჟიმ” შინ 3:0 სძლია “ტერეკს” და რუსულ პრემიერლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ერთი გოლი გია გრიგალავას ანგარიშზეა: საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა 33-ე წუთზე თავით გაიტანა და 2:0 გახადა ანგარიში. გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთშივე, საბა კვირკველიას “რუბინმა” შინ 1:0 მოუგო “ურალს”, რომლის შემადგენლობაში ლაშა გვალიას კვლავ არ უთამაშია. კვირკველიამ კი სტაბილურად, 90 წუთი გაატარა მინდორზე. “რუბინი” მეათე საფეხურზეა.

ფინეთში ირაკლი სირბილაძის “ინტერმა” შინ 1:1 ითამაშა კუპს-თან და მეექვსე პოზიციაზეა. ანგარიში სწორედ სირბილაძემ გახსნა. ირაკლიმ, ჩემპიონატ-თასიანად, ბოლო 6 მატჩში მეოთხე გოლი მიითვალა.

0.122786