ფეხბურთი

11:55 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავამ "კრილიაში" საგოლე პასით დაიწყო

მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" საკონტროლო შეხვედრაში 1:0 სძლია გლაზგოს "სელტიკს". ქართველმა მცველმა 62-ე წუთიდან ითამაშა, ერთადერთი გოლი კი მინდორზე მისი შესვლიდან 5 წუთის შემდეგ გავიდა.

ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" ჩეხურ "სპარტასთან" წააგო - 0:1. დვალიშვილმა, ღვინიანიძის არ იყოს, ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე. საქმე ისაა, რომ ლადოს 2 დღე არ უვარჯიშია, შეუძლოდ გახლდათ.

სამარის "კრილია სოვეტოვმა" კი ავსტრიულ შეკრებაზე 3:1 აჯობა "ურალს". ალექსანდრე ამისულაშვილმა და გუნდის ახალწვეულმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს. გრიგალავამ საგოლე პასიც გააკეთა. "ურალში" მეორე ტაიმში გუჯა რუხაიამ ითამაშა.

ყაზანის "რუბინმა" 2:0 აჯობა სლოვენიურ "ტრიგლავს". საბა კვირკველია და ნიკა კაჭარავა შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ მინდორზე, როცა ორივე გოლი გასული იყო. კვირკველიამ ბოლომდე ითამაშა, კაჭარავა კი 73-ე წუთზე შეცვალეს.

 

0.118686